საქართველო და გარესამყარო გია სირბილაძის შემოქმედებაში

Posted on Updated on

1506046_734587633218481_539855229_n   გთავაზობთ მურად მთვარელიძის წიგნიდან ,,ხაშურის მისტერია” ამონარიდს მხატვარ გია სირბილაძის შემოქმედების შესახებ:

გასული საუკუნის 90_იანი წლების ხაშურელ მხატვართა შორის მანათობელი ვარსკვლავივით ბრწყინავდა გია სირბილაძის სახელი.
გია სირბილაძე დაიბადა 1963 წლის 19 მაისს ხაშურში. დაამთავრა რკინიგზის მე_4 საშუალო სკოლა. პროფესიული განათლება არ მიუღია. ადრიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით. პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში 1996 წელს, შემდეგ ასევე პერსონალური გამოფენა ხაშურში 1997 წელს, ქუთაისში 1998 წელს, ვილნიუსში 1999 წელს.
მისი ნამუშევარი “ვაჟა, საქართველო, გარესამყარო” ამშვენებს ვაჟა _ ფშაველას მუზეუმს ჩარგალში, ხოლო გობელინზე შესრულებული ეს ტილო საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საჩუქრად გადასცა გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს.
მხატვრის დიდ ნიჭსა და შემოქმედებით შესაძლებლობებზე წერდნენ ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები, ქვეყნის წამყვანი გაზეთები, ეწყობოდა გადაცემები საქართველოს ტელევიზიით.
აი, ზოგიერთა ამონარიდი ამ პუბლიკაციებიდან:
1530422_734587496551828_235229171_nნოდარ ლომოური, პროფესორი, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი: “ყურადღებას იპყრობს მხატვრის სრულიად თავისებური მიდგომა თემატიკისადმი, ღრმა ემოციურობა, ორიგინალური ხედვა და განცდითი გადაწყვეტა მის მიერ აღებული პრობლემებისადმი იზიდავს მაყურებელს და წარმოაჩენს თავისებურებას მის შემოქმედებისას”.
ლ. ოდიშარია _ მხატვარი “გია სირბილაძის ნამუშევრები გამოირჩევა ჟღერადი, ემოციური ფერებით. მხატვარი მეტად საინტერესოდ, ინდივიდუალურად გადმოსცემს თავის ნამუშევრებში სამყაროს მისეულ ხედვას. გვხიბლავს მხატვრის ფერადოვანი გამა, განსაკუთრებით ღრმა ემოციურობით, ესთეტიკური შეგრძნებითა და ნატიფი ფერწერილობით.”
მამა გიორგი ზვიადაძე _ თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი. “გია სირბილაძის ნახატებში Aაშკარად ჩანს, რაც მისი სულის ადამიანმა შეიძლება განიცადოს ამ წუთისოფელში. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ღირსეულად დააფასებს გიას ნამუშევრებს და სათანადო ადგილს მიუჩენს ქართული ხელოვნების ცნობილ მოღვაწეთა შორის”.
თამაზ წერეთელი _ პროფესორი. “ისეთი განცდები მაქვს, თითქოს მოვხვდი უძვირფასეს სამყაროში, ღვთაებრივ სასახლეში, უმდიდრესი ფერების სრულყოფილი ნაწარმოებების სივრცეში”.
რობერტ ბლეიკი (აშშ, მისურის შტატი) “თქვენი ნამუშევრები მშვენიერია. დიდი მადლობა თქვენ, რომ თქვენი ხელოვნებით სიამოვნებას ანიჭებთ მნახველს და სტიმულს აძლევთ მას.”
1506761_734586143218630_1107709721_n“საქართველოს რესპუბლიკა”: “გია სირბილაძის ტილოებში ემოციური ფერებით არის გადმოცემული ავტორის მდიდარი სულიერი სამყარო, ინტერესების ფართო ჰორიზონტი, აზრთა, გრძნობათა, განწყობილებათა სპექტრი. სურათები თემატიკურად მრავალპლანიანია. ფერადოვანი გამა ღრმა ემოციურობით, ესთეტიკური შეგრძნებით და სინატიფით იპყრობს ყურადღებას.”. (1997 წ. 16 ნოემბერი)
გაზეთი “ფიროსმანი”: მხატვრის პალიტრა ნათელია და მსუყე. მის ტილოებზე ცისარტყელას შვიდივე ფერი ბატონობს. მრავალმხრივ განათლებაზე მეტყველებს მხატვრის ტილოები”. ( 1996 წ. H& 3).
გაზეთი ‘ “:ქუთაისი”: “გია სირბილაძის ნამუშევრები აშკარად მიგვანიშნებს, რომ მათი ავტორი დამოუკიდებელი აზროვნებისა და ხელწერის ოსტატია, რომელსაც აქვს უნარი, რომ თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და მისეული შეფასებაც მისცეს”. ( 1996 წ. 30 აგვისტო)
გაზეთი “სამშობლო”: “მხატვრის თითოეული ნაწარმოები პატარა მოთხრობაა.. მისი
ტილოები უმეტესად აღსავსეა ღრმა შინაარსით. თავისი ჩანაფიქრის გადმოცემას კი სიმბოლური ხერხებით აღწევს. სიმბოლიკა მხატვრის საყვარელი ხერხია.”

როდესაც გიას ნამუშევრები პირველად ვნახე საოცარი მოუსვენრობის გრძნობა დამეუფლა. მერე ჩემი შთაბეჭდილებები რაიონული გაზეთის ფურცლებზე გამოვხატე. წერილს კი ასე ვამთავრებდი: “ხაშურელებო, თუ ქუჩაში შეგხვდებათ მოხდენილი ახალგაზრდა კაცი, რომლის მზერაშიც სამყაროს მღელვარება შეგიძლია დაინახო, გაუღიმეთ და სითბო მიაგებეთ. ის ჩემი, შენი, ჩვენი თანამედროვეა, რომელსაც დროთა სვლა უთუოდ მოუტანს სახელსა და დიდებას.”
ხოლო მანანა სვანიძეს ამ ღირსეულ ხაშურელ ქალბატონს შთაბეჭდილებათა წიგნში ჩაუწერია: “გია, ბედნიერი ხარ, რომ ხარ და იქნები”.

15.01.14

© ,,Khashuri News”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s